ეუთო/ოდირი სამართლებრივ დასკვნას აქვეყნებს

ეუთო/ოდირმა მოამზადა სამართლებრივი დასკვნა „ქართული ოცნების“ მიერ მიღებულ რეპრესიულ საკანონმდებლო პაკეტზე, რომლითაც აქციის მონაწილეებს სხვადასხვა აკრძალვები დაუწესდათ, გაიზარდა ჯარიმები, სპონტანური შეკრების დროს სავალდებულო გახდა გაფრთხილება და 15-დან 60 დღემდე გაიზარდა ადმინისტრაციული პატიმრობის ვადა.

 

ეუთო/ოდირის თანახმად, ცვლილებები სერიოზულ შეშფოთებას იწვევს მათი შესაბამისობის შესახებ ადამიანის უფლებების საერთაშორისო სტანდარტებთან. 

 

„უნდა გაუქმდეს ან მთლიანად გადაიხედოს ზოგიერთი ახალი საკანონმდებლო დებულება, მათ შორის სპონტანური შეკრებების დაუყოვნებლივ შეტყობინების მოთხოვნა, მესაკუთრის წინასწარი წერილობითი თანხმობის გარეშე დახურულ სივრცეებში ან შენობებში შეკრებების გამართვის ზოგადი აკრძალვა, დროებითი ნაგებობების აღმართვის აკრძალვა ან სახის ნიღბებით ან სხვა საშუალებებით დაფარვის ყოვლისმომცველი აკრძალვა, აგრეთვე მკაცრი ადმინისტრაციული ან სისხლის სამართლის სანქციები“, — ნათქვამია დასკვნაში.

კვირის პოპულარული
გამომყევი Facebook-ზე
სოციალური ქსელი
© 2025 VOICE OF GEORGIA