ანჯეი დუდა ტრამპს პოლონეთში ბირთვული იარაღის განთავსებისკენ მოუწოდებს

ანჯეი დუდა აშშ-ს მოუწოდებს, თავისი ბირთვული იარაღი პოლონეთის ტერიტორიაზე განათავსოს, რადგან ეს ერთ-ერთი შემაკავებელი საშუალება იქნება რუსეთის აგრესიისგან.

 პოლონეთის პრეზიდენტის თქმით, აშკარაა, რომ პრეზიდენტ დონალდ ტრამპს შეუძლია, დასავლეთ ევროპაში ან შეერთებულ შტატებში განლაგებული ამერიკული ბირთვული ქობინები პოლონეთში გადაიტანო , მან ცოტა ხნის წინ ეს წინადადება უკრაინისა და რუსეთის საკითხებში აშშ-ის სპეციალურ წარმომადგენელთან, კეიტ კელოგთან შეხვედრისას განიხილა: „ნატო-ს საზღვრები აღმოსავლეთით 1999 წელს გადავიდა, ამიტომ 26 წლის შემდეგ ნატო-ს ინფრასტრუქტურაც აღმოსავლეთისკენ უნდა გადავიდეს. ჩემთვის ეს აშკარაა“-თქვა მან.

კვირის პოპულარული
გამომყევი Facebook-ზე
სოციალური ქსელი
© 2025 VOICE OF GEORGIA