უკრაინამ მზადყოფნა გამოთქვა , დროებითი - 30 დღიანი ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის ამოქმედების შესახებ

"დღეს ჯედაში, საუდის არაბეთიში, მეფისნაცვალ მუჰამედ ბინ სალმანის მასპინძლობის ქვეშ, შეერთებულმა შტატებმა და უკრაინამ გადადგეს მნიშვნელოვანი ნაბიჯები უკრაინაში ხანგრძლივი მშვიდობის აღდგენის მიზნით.

ორივე ქვეყნის წარმომადგენლებმა მაღალი შეფასება მისცეს უკრაინელი ხალხის გამბედაობას, დაიცვან თავიანთი სახელმწიფო და შეთანხმდნენ, რომ ახლა დროა დაიწყოს გრძელვადიანი მშვიდობის დამყარების პროცესი.

უკრაინის დელეგაციამ კიდევ ერთხელ გამოხატა ღრმა მადლიერება უკრაინელი ხალხის სახელით პრეზიდენტ ტრამპის, აშშ-ს კონგრესის და შეერთებული შტატების ხალხის მიმართ.

უკრაინამ გამოთქვა მზადყოფნა მიიღოს აშშ-ს წინადადება დროებითი, 30-დღიანი ცეცხლის შეწყვეტის დაუყოვნებლივ მიღების შესახებ, რომელიც შეიძლება გაგრძელდეს მხარეთა ურთიერთშეთანხმებით, რუსეთის ფედერაციის მიერ მისი მიღებისა და ერთდროულად განხორციელების პირობით. შეერთებული შტატები განუცხადებს რუსეთს, რომ რუსეთის მხრიდან ურთიერთგაგება არის მშვიდობის მიღწევის გასაღები.

შეერთებული შტატები დაუყოვნებლივ ხსნის დაზვერვის გაზიარების პაუზას და აღადგენს უკრაინის უსაფრთხოების დახმარებას.

დელეგაციებმა ასევე განიხილეს ჰუმანიტარული ძალისხმევის მნიშვნელობა, როგორც სამშვიდობო პროცესის ნაწილი, განსაკუთრებით ზემოაღნიშნული ცეცხლის შეწყვეტის დროს, მათ შორის სამხედრო ტყვეების გაცვლა, დაკავებული მშვიდობიანი მოსახლეობის გათავისუფლება და იძულებით გადაადგილებული უკრაინელი ბავშვების დაბრუნება.

ორივე დელეგაცია შეთანხმდა, რომ განესაზღვრათ მოლაპარაკების გუნდების შემადგენლობა და დაუყოვნებლივ დაიწყონ მოლაპარაკებები მდგრადი მშვიდობის მისაღწევად, რომელიც უზრუნველყოფს უკრაინის გრძელვადიან უსაფრთხოებას. შეერთებული შტატები ვალდებულია განიხილოს ეს კონკრეტული წინადადებები რუსეთის წარმომადგენლებთან. უკრაინის დელეგაციამ კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღნიშნა, რომ სამშვიდობო პროცესში ევროპელი პარტნიორები უნდა იყვნენ ჩართულნი.

საბოლოო ჯამში, ორივე ქვეყნის პრეზიდენტები შეთანხმდნენ, რომ რაც შეიძლება მალე დაიდება ყოვლისმომცველი შეთანხმება უკრაინის კრიტიკული მინერალური რესურსების განვითარების შესახებ უკრაინის ეკონომიკის გასაძლიერებლად და უკრაინის გრძელვადიანი კეთილდღეობისა და უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად." - ნათქვამია უკრაინის პრეზიდენტის ოფისის განცხადებაში

 

წყარო: "ჯემნიუსი"

კვირის პოპულარული
გამომყევი Facebook-ზე
სოციალური ქსელი
© 2025 VOICE OF GEORGIA