ნიკოლოზ წულუკიძეს ტეკომპანია "იმედი" არ დაუტოვებია

გავრცელებული ინფორმაცია, რომ ნიკოლოზ წულუკიძემ ტელეკომპანია „იმედი“ დატოვა, სიცრუეა. ამის შესახებ თავად წულუკიძემ Newshub.ge-ს განუცხადა. წულუკიძის განმარტებით, იგი ტელეკომპანიის თანამშრომელი და გადაცემა „ავტოგრაფის“ წამყვანია.მისი თქმით, არხის დატოვების შესახებ გავრცელებული ცნობა დეზინფორმაციაა. - წერია Newshub.ge-ს მიერ გამოქვეყნებულ სტატიაში.
უფრო ადრე, CNews -მა გამოაქვეყნა სტატია, რომლშიც საუბარი იყო, რომ თეატრმცოდნემ და ტელეწამყვანმა, ნიკოლოზ წულუკიძემ სახელისუფლებო ტელეკომპანია „იმედი“ დატოვა. სტატიაში ასევე ვკითხულობდით, რომ წულუკიძემ „იმედი“ ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური პროცესების ფონზე დატოვა, თუმცა არხის ხელმძღვანელობამ ამბავი არ გაასაჯაროვა და ეთერში ჩაწერილი გადაცემები გადიოდა, სადაც წულუკიძე კვლავ წამყვანის ამპლუაში იყო.
კვირის პოპულარული
გამომყევი Facebook-ზე