ირა ხერხეულიძე თსუ-დან პოლიტიკური ნიშნით გაათავისუფლეს

ირა ხერხეულიძე თბილისი სახელმწიფო უნივერსიტეტიდან პოლიტიკური ნიშნით გაათავისუფლეს - ამის შესახებ კოალიცია "ძლიერი საქართველოს" გენერალური მდივანი, ირაკლი კუპრაძე საკუთარ ფეისბუქის გვერდზე წერს.
"ჩემი ორი ლექტორი Ira Kherkheulidze და Giorgi Tsertsvadze გააათავისუფლეს პოლიტიკური ნიშნით თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი • Tbilisi State University-დან.ორივე უზომოდ კომპეტენტური და კეთილსინდისიერი, როგორც პედაგოგი და როგორც მოქალაქე.გამხნევება და ლოყების ხოკვა, არცერთს სჭირდება, ორივე იპოვის თავის გზას. უნივერსიტეტში ,,კაპიკებზე" სწავლება მხოლოდ ღირსების საკითხია და არა შემოსავალი ასეთი პროფესიონალებისთვის.ფაქტია უბრალოდ მძიმე და დანაშაულებრივი. უნივერსიტეტი მერამდენედ მოკლეს!?" -წერია კუპრაძის პოსტში.
კვირის პოპულარული
გამომყევი Facebook-ზე