დამოუმორჩილებლობის აქციაზე ილიაუნის ა კორპუსში

"ხვალ, 7 საათზე, ილიაუნის ა კორპუსში გელოდებით დამოუმორჩილებლობის აქციაზე!
ნათელი ხდება, რომ სისტემა კიდევ უფრო ამკაცრებს თვითგამოხატვის შეზღუდვებს. რეპრესიულმა რეჟიმმა საუნივერსიტეტო სივრცეშიც ასე ხისტი ფორმებით შემოაღწია. თეატრალურ უნივერსიტეტში შეჭრა და სტუდენტების იძულებით გამოყვანა ცხადყოფს, რომ სისტემა უკან არც ამგვარ ამორალურ ქმედებებზე დაიხევს. შეგახსენებთ, რომ ჩვენ არ ვცნობთ არალეგიტიმური ხელისუფლების დრაკონულ კანონებს, ჩვენი სივრცის გამოყენებისთვის კი არ გვჭირდება არანაირი ნებართვა.
უნივერსიტეტი ეკუთვნის სტუდენტებს, ყველა სახელმწიფო შენობა ეკუთვნის ხალხს. ჩვენი პროტესტი კიდევ უფრო ძლიერდება, რეპრესიები კი მხოლოდ და მხოლოდ გვაბრაზებს."
ილიაუნის სტუდენტური მოძრაობა.
კვირის პოპულარული
გამომყევი Facebook-ზე