რადოსლავ სიკორსკის პასუხი ილონ მასკს

პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, რადოსლავ სიკორსკი პასუხობს ილონ მასკის მუქარა ნარევ განცხადებას, რომ თუ ის უკრაინას გაუთიშავს Starlink-ის სატელიტურ ინტერნეტს, მაშინ მთელი ფრონტი ჩამოეშლებათ:

 "პოლონეთის ციფრული განვითარების სამინისტრო აფინანსებს უკრაინის Starlink-ს ყოველწლიურად $50 მილიონით.

ცალკე ეთიკის საკითხია, როდესაც აგრესიის მსხვერპლს ემუქრებიან, მაგრამ თუ SpaceX არასანდო მომწოდებლად დამტკიცდება, იძულებულნი ვიქნებით, სხვა მომწოდებლები ვეძებოთ."

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო პასუხობს პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრს რადოსლავ სიკორსკის, რომელმაც მანამდე ილონ მასკს უპასუხა, უკრაინისთვის Starlink-ის გათიშვის მუქარანარევ განცხადებაზე:

"უბრალოდ იგონებთ. არავის უთქვამს, რომ უკრაინას Starlink-ის გათიშვით ემუქრება და თქვით მადლობა, რადგან Starlink-ის გარეშე უკრაინას დიდი ხნის წინ ექნებოდა ომი წაგებული და რუსები ახლა პოლონეთის საზღვარზე იდგებოდნენ."

კვირის პოპულარული
გამომყევი Facebook-ზე
სოციალური ქსელი
© 2025 VOICE OF GEORGIA