თეატრალურ უნივერსიტეტში პოლიცია სტუდენტებს აჯარიმებს [ვიდეო]

თეატრალურ უნივერსიტეტში პოლიცია დღეს უკვე მეორედ მივიდა და ამჯერად სტუდენტებს აჯარიმებს.

პოლიციამ თეატრალური უნივერსიტეტის სტუდენტები შენობაში პროტესტის გამო  დააჯარიმა

დღეს, 9 მარტს, თბილისში, შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტში, პოლიციამ გაფიცული სტუდენტები 5000-5000 ლარით დააჯარიმა. სტუდენტები უკვე 80 დღეზე მეტია, რაც უნივერსიტეტის შენობაში ღამეს ათევენ და პროტესტს გამოხატავენ. პოლიცია უნივერსიტეტში დღეს მეორედ მივიდა. პირველად სამართალდამცველები ადმინისტრაციამ გამოიძახა მას შემდეგ, რაც სტუდენტებმა უარი თქვეს უნივერსიტეტის ტერიტორიის დატოვებაზე სადეზინფექციო სამუშაოების ჩატარების დროს.

 

სტუდენტების ინფორმაციით, პოლიციამ მათ განუმარტა, რომ უნივერსიტეტის შიგნით პროტესტის გამართვა დაუშვებელია, რის საფუძველზეც თითოეულ მათგანს 5000-ლარიანი ჯარიმა გამოუწერეს.

კვირის პოპულარული
გამომყევი Facebook-ზე
სოციალური ქსელი
© 2025 VOICE OF GEORGIA