Რეპრესიების ახალი ტალღა-მოქალაქეები ქვეყანას ტოვებენ

Სამოქალაქო აქტივისტი, ვახო სებისკვერაძე ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტია. ის უკვე დიდი ხანია რაც აქტიურად არის ჩართული სამოქალაქო პროტესტში. Მისი თქმით ის იძულებული არის დატოვოს ქვეყანა, რადგან მას და მის ოჯახს საფრთხე ემუქრებათ. როგორც ცნობილია მასზე უკვე დიდი ხანია, რაც ადევნება ხორციელდება შავი შკოდა ავტომობილით. ვახო მისსავე facebook გვერდზე პოსტს აქვეყნებს სადაც საუბარი არის იმაზე თუ რა გახდა მიზეზი მისი ქვეყნიდან წასვლის.

"ძალიან ბევრმა ადამიანმა/თანამებრძოლმა დატოვა ქვეყანა ბოლო დღეებსა თუ თვეებში. მათ შორის  ვარ მეც… ვინც მიცნობს, კარგად იცის თუ რამდენი წელია ამ ბრძოლაში ვარ, რამდენი რამ გამომივლია, მაგრამ სამწუხაროდ, ბოლო პერიოდი საერთოდ აღარ იყო უსაფრთხო ჩემთვის და ჩემი ოჯახისათვის.  თითქმის ყოველდღიურად ხდებოდა ადევნება შავი შკოდებით, რომლებიც პრაქტიკულად სახლამდე მომყვებოდნენ, 3 დღით ქალაქგარეთაც კი წავედი ამ მიზეზის გამო, რადგან ვხედავდი თუ რა რისკის ქვეშ ვიყავი მეც და ჩემი მეუღლეც. დაბრუნების შემდეგ კი კვლავ გაგრძელდა მსგავსი, ყოველ საღამოს ,,მაცილებდნენ’ სახლამდე. რის შესახებაც ჩემმა მეგობრებმა იცოდნენ( ოჯახის წევრებს არ მინდოდა ენერვიულათ) ამ ყველაფერმა კი ბოლო პერიოდში მასშტაბური სახე მიიღო. ჩემი და ჩემი მეუღლის უსაფრთხოებიდან გამომდინარე მე და ჩემს მეუღლეს მოგვიწია სწავლისა და ოჯახის დატოვება და საზღვარგარეთ წამოსვლა. იმედი მაქვს ძალიან მალე დადგება ის დრო, როდესაც ჩვენს ქვეყანას დავუბრუნდებით და გარეთ გავლის აღარ შეგვეშინდება. 
  #ცეცხლიოლიგარქიას!" 

Წერია პოსტში

კვირის პოპულარული
გამომყევი Facebook-ზე
სოციალური ქსელი
© 2025 VOICE OF GEORGIA