დონალდ ტრამპმა ილონ მასკს შეზღუდვები დაუწესა - მასკს სამინისტროების საკადრო საკითხებზე გადაწყვეტილებების მიღება აღარ შეეძლება

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ილონ მასკს შეზღუდვები დაუწესა. მასკს სამინისტროების საკადრო საკითხებზე გადაწყვეტილებების მიღება აღარ შეეძლება. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა Politico ავრცელებს.

 

 გამოცემა წერს, რომ ტრამპმა ხუთშაბათს პირადად მოიწვია თავისი კაბინეტი და განუცხადა, რომ ისინი თავად არიან პასუხისმგებლები თავიანთ დეპარტამენტებზე და არა ილონ მასკი. მაღალჩინოსნების თქმით, ტრამპმა ადმინისტრაციას განუცხადა რომ ილონ მასკს უფლება აქვს გასცეს რეკომენდაციები დეპარტამენტებისთვის, თუმცა არ აქვს უფლება ერთპიროვნულად მიიღოს გადაწყვეტილებები პერსონალისა და პოლიტიკის შესახებ.

 შეხვედრა მთავრობის ეფექტურობის დეპარტამენტის (DOGE) ხელმძღვანელის, ილონ მასკის მხრიდან საჯარო მოხელეების მასობრივი გათავისუფლების სერიას მოჰყვა, რამაც დიდი გაურკვევლობა შექმნა ფედერალურ მთავრობასა და მის სამუშაო ძალაში. ასევე, DOGE-ის ქმედებებს სასამართლოში სასტიკი წინააღმდეგობა და დემოკრატიული კანონმდებლებისა და ზოგიერთი რესპუბლიკელის კრიტიკა მოჰყვა.

 

წყარო: "მთავარი არხი"

კვირის პოპულარული
გამომყევი Facebook-ზე
სოციალური ქსელი
© 2025 VOICE OF GEORGIA