მიშა ანდღულაძე პროკურატურას საჩივრით მიმართავს და მასზე მიმდინარე უწყვეტი მუქარის გამოძიებას ითხოვს

იუმორისტი მიშა ანდღულაძე პროკურატურას საჩივრით მიმართავს. ის გაბიტაშვილის უწყებისგან ითხოვს გამოიძიიონ მასზე, განხორციელებული უწყვეტი მუქარა და დაზარალებულის სტატუსი მიანიჭონ.

მას შემდეგ რაც მსახიობს ნიდერლანდებში, 10 პირი ფიზიკურად  გაუსწორდა, როგორც ირკვევა დღემდე მისი მისამართით არ წყდება მუქარები.

 

"ვიდეოში ჩანს, რომ მე იმიტომ დამესხნენ თავს, თითქოს, “ქართული ოცნების“ მხარდამჭერებს ვუწოდე რუსები, რაც არის ტყუილი. ეს საშინელება და უკვე ჩემი პირადი სიცოცხლის საკითხს ეხება, საჩივარში მოვითხოვ, რომ მცნონ დაზარალებულად და  დამინიშნონ დაცვა, რადგან მე არ მაქვს მაგის საშუალება, რომ დაცვით ვიარო. გამოდის, რომ არათუ საკუთარ ქვეყანაში, არამედ საზღვარგარეთაც არ ვარ დაცული. გამოცხადებული სიკვდილის ქრონიკას ჰგავს ეს, ყველა თითქოს, მომართულია, რომ მე დამაკლდა და კიდევ მეტი უნდა ყოფილიყო. რაღაც შემზადება მიდის, რომ უნდა მოხდეს რაღაც ფატალური და ვიდრე მოხდება, იქამდე უნდა ვუშველოთ. ეს ჯოჯოხეთია, მეც აღმოვჩნდი ძალადობაში შეჯიბრის სტატისტიკაში. კომედიანტს რომ ხუმრობსი გამო თავს ესხმიან, რაღაზე უნდა ვილაპარაკოთ, ვინც პირდაპირ ჩართულია პროცესებში, იმას რაღა დაემართება“, - ამბობს ანდღულაძე.

ნიდერლანდებში, ერთ-ერთი ქართული რესტორნის მიმდებარედ, მიშა ანდღულაძეს ფიზიკურად გაუსწორდნენ - სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოკადრებში ჩანს, თუ როგორ ესხმის თავს მსახიობს 7-მდე პირი.  

წყარო: "ტელეკომპანია პირველი"

კვირის პოპულარული
გამომყევი Facebook-ზე
სოციალური ქსელი
© 2025 VOICE OF GEORGIA