მიწისზედა მეტრო სამგორიდან ლილოს მიმართულებით - ოცნება [ვიდეო]

მიწისზედა მეტროს მშენებლობა სამგორიდან ლილოს მიმართულებით თბილისი მერმა, კახა კალაძემ ჯერ კიდევ 2018 წლის 22 ოქტომბერს დააანონსა. მისსავე პოსტში, რომელიც მან სოციალურ ქსელ "ფეისუქზე" გამოაქვეყნა - წერია, რომ მშენებლობა 2019 წლის ბოლოს დაიწყებოდა. დაპირების მიხედვით -უნდა მომხდარიყო მეტროსადგურ "სამგორის მოდერნიზაცია და ის უნდა დაჰკავშირებოდა აეროპორტსა და ლილოს ბაზრობას. ამავე გეგმის თანახმად, აღნიშნული მიმართულებით უნდა ემოძრავა ექვს შემადგენლობას ორივე მიმართულებით. 2021 წლიდან 2022 წლის ბოლომდე ექსპუატაციაში ეტაპობრივად უნდა შესულიყო 7 ახალი მეტროსადგური. ამასთან, სრულად უნდა განახლებულიყო მეტროსადგური "სამგორი". პროექტისთვის დაპირებული იყო 90 მილიონი ამერიკული დოლარის გამოყოფა. 

 

პროექტის მეორე ეტაპი ითვალისწინებდა თბილისი-რუსთავის დაკავშირებას მიწის ზედა მეტროს საშუალებით. 

 

 

დღეის მდგომარეობით, აღნიშნული დაპირება არ შესრულებულა. უცნობია, მიუბრუნდება, თუა არა "ქართული ოცნების" ე.წ. "ხელისუფლება" აღნიშნულ პროექტს. 

კვირის პოპულარული
გამომყევი Facebook-ზე
სოციალური ქსელი
© 2025 VOICE OF GEORGIA