დიღმის მასივში კაფე "კრაბ კოფის" მეპატრონე გოგონებს ფიზიკურად გაუსწორდნენ

დიღმის მასივში კაფე "კრაბ კოფის" მეპატრონე გოგონებს ფიზიკურად გაუსწორდნენ.

"მეგობრებო დღეს კრაბ კოფი არ იქნება სამწუხაროდ, მე და ბარბის თავს დაგვესხნენ უბანში, გამოკითხვაზე ვართ ახლა. ბარბის ცხვირი აქვს გატეხილი, მე შედარებით კარგად ვარ" ამის შესახებ პოსტი ჯგუფ დაიტოვეში ერთ-ერთმა დაშავებულმა ქრისტი პირველმა დადო.

"გამარჯობა მეგობრებო. კრაბ კოფის მეპატრონე გოგონებს, რომლებიც მუდმივად უსასყიდლოდ უმასპინძლდებიან აქციის მონაწილეებს დღემდე, დახვდნენ უბანში და ძალიან არიან ნაცემები!!!!!! იქნებ ამ ინფორმაციის გავრცელებაში დამეხმაროთ რამენაირად!!!!" წერს მოქალაქე მაგდა მამუკაშვილი

შეგაგხსენებთ ეს ის კაფეა, რომელიც აქციის მონაწილეებს უსასყიდლოდ უმასპინძლდებოდა. 

თავდასხმის მოტივი ამ დრომდე უცნობია. დაშავებულები მიხაილოვის კლინიკაში გადაჰყავთ, სამართალდამცველები სავარაუდოდ უკვე იძიეებენ მომხდარ ფაქტს.

 

კვირის პოპულარული
გამომყევი Facebook-ზე
სოციალური ქსელი
© 2025 VOICE OF GEORGIA