გორში ორი ადამიანი ცივი იარაღით დაჭრეს - ერთ-ერთი დაშავებული არასრულწლოვანია

გორში ორი ადამიანი ცივი იარაღით დაჭრეს. შემთხვევა დღეს მოხდა. ერთ-ერთი დაშავებული არასრულწლოვანია.
წმინდა წყლის დასახლებაში მომხდარ სისხლიან დაპირისპირებაში 10-მდე ახალგაზრდა მონაწილეობდა. ადგილობრივების ინფორმაციით, თავმდამსხმელებიც არასრულწლოვნები იყვნენ. მათი ვინაობა პოლიციას ჯერ არ დაუდგენია. შემთხვევის ადგილზე ახლა საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.
კვირის პოპულარული
გამომყევი Facebook-ზე